LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანაფილაქსიური რეაქცია სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება, შესაბამისად ამ წამლების გამოყენებაზე მედიცინა უარს ვერ იტყვის” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ანაფილაქსიური რეაქცია სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება, ამ წამლების გამოყენებაზე კი მედიცინა უარს ვერ იტყვის.

კულუმბეგოვი ასევე აღნიშნავს, რომ მთავარია, პაციენტი ასეთ შემთხვევებში სწორად იმართოს.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი” – ტიკარაძე 27 წლის ექთანზე

„ეს არის ცნობილი რეაქციები, რომლისგანაც არავინ არის დაზღვეული. საქართველოში ანაფილაქსიის რამდენიმე ათეული რეაქციაა, იგივე ლიდოკაინზე და ნოვოკაინზე, სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება. აღარ ვამბობ ანტიბიოტიკებზე, შესაბამისად ამ წამლების გამოყენებაზე მედიცინა უარს ვერ იტყვის, მაგრამ მთავარია, პაციენტი იმართოს და შესაძლო რეაქციის შემთხვევაში, აღმოეჩინოს სწორი დახმარება. ეს ერთი მაგალითი და შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ, რომ მის ადგილას მე ვყოფილიყავი, არავინ ამისგან დაზღვეული არ არის, ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ მეთვალყურეობა, უნდა ვიცოდეთ კონკრეტული პაციენტის მართვა, მაგრამ ეს გლობალურად, ჩვენს ქვეყანაში ვერ გახდება ვაქცინაციის პროცესის შეჩერების მიზეზი.-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია გამოუვლინდა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

“ხმა მიწყდებოდა, მე დღეს ამ საკითხზე ყველაზე მეტად ვნერვიულობ და განვიცდი” – ამირან გამყრელიძე