LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა. წნორში სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ მანქანას შეეჯახა.

ავარიის შედეგად მიღებული სხეულის მძიმე დაზიანებებით ერთ-ერთ ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.