არასრულწლოვან გოგონებს შორის კამათს დაჭრა მოჰყვა. 17 წლის გოგო მისმა თანატოლმა, სავარაუდოდ დანით, მუცლის არეში დაჭრა. ფაქტი რუსთავში მოხდა
დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაუწიეს, რის შემდეგაც, ბინაზე გაწერეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებსს გულისხმობს.
