სთრიმინგ-სერვისი HBO Max აცხადებს, რომ მსახიობ ბრიტანი მერფის საიდუმლოებით მოცულ გარდაცვალებაზე დოკუმენტურ ფილმს იღებს. პროექტის რეჟისორი სინტია ჰილია და ფილმი ამჯერად დამუშავების ეტაპს გადის. ფილმი მთლიანად დაფუძნებულია მსახიობის მეგობრებისა და ახლობლების ინტერვიუებზე.
შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი 2009 წელს, საიდუმლოებით მოცულ გარემოებაში გარდაიცვალა, ის 32 წლის იყო. დღემდე გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი არაა ცნობილი. თავდაპირველად სიკვდილის მიზეზად პნევმონია დასახელდა, რასაც რკინადეფიციტური ანემია დაერთო. მოგვიანებით საუბარი იყო მედიკამენტების გადაჭარბებულ დოზაზე, ბოლოს კი პოლიციამ მოკვლევის შედეგად მერფის სახლში მომწამლავი სოკო აღმოაჩინა, რასაც შესაძლოა გამოეწვია სიკვდილი.
ბრიტანი მერფიმ სამსახიობო კარიერა ადრეულ წლებში დაიწყო, მის ანგარიშზე 30-მდე კინოსურათია. ყველაზე პოპულარული ალბათ მათ შორის „ოსკარზე“ ნომინირებული ფილმი „მერვე მილია“, სადაც მერფის პარტნიორი ემინემი იყო.




