დღეს თევზების ზოდიაქოს ნიშიდან მზე ერთი თვით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადავა და ასტროლოგიური ახალი წელი დაიწყება ანუ სტარტს აიღებს სამყაროს განვითარების ახალი, 12-თვიანი ციკლი, ახალი ციკლი დაიწყება ზოდიაქოს ნიშნებისთვისაც. ამასთანავე, სწორედ 20 მარტს, 13:39 საათზე მიაღწევს პიკს გაზაფხულის დღე-ღამის ტოლობა. საკრალური დღეა, ამიტომ შეინარჩუნეთ ოპტიმისტური განწყობა, იოცნებეთ და ჩაიფიქრეთ სანატრელი სურვილი.
შემდეგი ერთი თვის მანძილზე მატერიალური სამყაროს მასპინძელი ვერძის ზოდიაქოს ნიშანი იქნება, ამიტომ ადამიანებში სწორედ მისი თვისებები – ერთის მხრივ, აქტიურობა, შეუპოვრობა, გამბედაობა და საბრძოლო განწყობა, მეორეს მხრივ, სიჯიუტე, ეგოიზმი, აგრესიულობა და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი გაძლიერდება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი ნაცნობების შესაძენად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, გეგმების შესამუშავებლად და ახალი პროექტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. ნაკლებად გაამართლებს სარისკო მოქმედებები და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
დღის ფერები და მინერალები – იისფერიი, კრემისფერი, ცისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი, ასევე სერდოლიკი, აქვამარინი, ამაზონიტი, ლაბრადორი, გეაცინტი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – ახდება მხოლოდ პოზიტიური სიზმარი.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.
