LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელევიზორი ამიხმაურეს ყურთან – სიკვდილი, ძალადობა, სიკვდილი, ძალადობა… ჩავრთე Facebook აქაც იგივე…: ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში არსებულ სატელევიზიო და სოციალურ ქსელში არსებულ უარყოფით გარემოს Facebook-ზე ეხმაურება და წერს, რომ “სიკვდილი და ძალადობა”, ადამიანებმა სიყვარულით და სიცილით უნდა შეცვალონ.

“ტვ ამიხმაურეს ყურთან – სიკვდილი, ძალადობა, სიკვდილი ძალადობა.. გამოვრთე და ფბ ჩავრთე, იგივე – სიკვდილი, ძალადობა, სიკვდილი, ძალადობა.. ხოდა როგორ შევულოცო ჩვენ ყოფას, – სიცილი, სიყვარული, სიცილი, სიყვარული, სიცილი-სიყვარული, სექსი, როკენროლი, სიცილი, სიყვარული, სიყვარული, სიყვარული… ამდენი სიკვდილის და ამდენი ძალადობის წინაშე რომ ასე არადამაჯერებელია და გაღიზიანებული ადეკვატური ვინმე, ქვასაც გამომიქანებს თავში, არაადეკვატურო ქალო, რა დროს ეგააო. ხოდა გულში შეგილოცავთ“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.