საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა და მისი საქმიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. დეგნანმა მოუწოდა პარლამენტს, კონსტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად.
განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
“სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტია. ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას.”-აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
მან მოუწოდა პარლამენტს, კონსტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად.
