მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:27-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
კარგი დღეა განვლილი ცხოვრების გასააზრებლად, შეცდომების აღიარებისა და მონანიებისთვის. ყურადღებით შეისწავლეთ ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი ხელისმოწერამდე, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, კულინარიული ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ახალი კერძების მოსამზადებლად, კომერციისა და სასამართლო პროცესების გასამართად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა ართრიტის სამკურნალოდ და სტომატოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ღვიძლს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ყვითელი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, ალექსანდრიტი, ოპალი, აგატი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.
