თბილისის დროით 01:10 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ცნობისთვის, კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ოთხ კილომეტრში. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 07:08 საათზე დაფიქსირდა.
