LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც მცენარეებთან კომუნიკაციას შეძლებს

„ნანიანგის“ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც მცენარესთან ელექტრო სიგნალების მიტანის საშუალებით მათთან კომუნიკაცია შეეძლება.

ამისთვის მკვლევარებმა სპეციალური „მორფული“ ელექტროდი შექმნეს, რომელიც მცენარის ზედაპირზე ერთდება. ამ ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, სმარტფონით მცენარისთვის ელექტრული იმპულსის გაგზავნაცაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიას რობოტებისა და მცენარეების დაკავშირებაც შეეძლება. რაც რობოტიკაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.