LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კიანუ რივზი ანიმე-სერიალში მთავარ როლს შეასრულებს – მსახიობმა „ნეტფლიქსში“ საკუთარი კომიქსები მიიტანა

56 წლის მსახიობმა, კიანუ რივზმა „ნეტფლიქსში“ საკუთარი კომიქსები Brzrkr მიიტანა. მის მიხედვით ანიმე-სერიალის გადაღება იგეგმება, რომელშიც მთავარ როლს თავად მსახიობი შეასრულებს.

კომიქსების სერია კიანუმ მეტ კინდტონთან ერთად 3 მარტს გამოსცა. აღსანიშნავია, რომ ახალი სერიალის პროდიუსერის როლსაც თავად რივზი შეითავსებს.

სიუჟეტი უკვდავი მებრძოლის ირგვლივ განვითარდება, რომელიც ბოროტებას მრავალი საუკუნის მანძილზე ებრძვის.