ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ვაქცინაციისკენ მოწოდებები არასაკმარისი აღმოჩნდა.
როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს ქვეყანა ფართომაშტაბიან ვაქცინაციის კამპანიაში უნდა ჩაერთოს.
“ხვალიდანვე უნდა დავიკაპიწოთ ხელები და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩავებათ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში.
მოწოდებები ვაქცინაციისკენ იყო, მაგრამ არასაკმარისი აღმოჩნდა.
ჩვენ ხომ შეგნებული ერი ვართ, მით უმეტეს ექიმები. ექიმებს ვაქცინაციისკენ მოწოდება უნდა სჭირდებოდეთ? არ უნდა სჭირდებოდეთ,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2”-თან .
