LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს პრეზიდენტობა ისევ შეეძლება – რა კანონი მიიღო დუმამ მესამე მოსმენით

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო დუმამ საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ ორ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც Meduza წერს, კანონი გულისხმობს, რომ საპრეზიდენტო პოსტის დაკავება მხოლოდ ორჯერ იქნება შესაძლებელი. ამასთან, აღნიშნული დათქმა არ შეეხებათ საპრეზიდენტო თანამდებობაზე მყოფ პირებს. ეს კი ნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს კიდევ ექნებათ კენჭისყრის უფლება.

ამის გარდა, კანონში ჩაიწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვერ გახდება პირი, რომელსაც ოდესმე მეორე მოქალაქეობა ან უცხოეთში ბინადრობის უფლება ჰქონია.

კანონმა, რომელიც პუტინს პოტენციურად 2036 წლამდე შეუნარჩუნებს ძალაუფლებას, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გამართულ პლებისციტში 78%-იანი მხარდაჭერა მიიღო.