LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა” – წულუკიანი გახარიაზე

რეალური ოპოზიცია თუ ქართული ოცნება 2, როგორც მას გიორგი მარგველაშვილმა უწოდა – რას ელოდებიან  გიორგი გახარიასგან მმართველ გუნდში. კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ის “არც ქართული ოცნების და არც ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის”.

როგორც წულუკიანმა რადიო იმედის ეთერში განაცხადა, მისთვის გახარიას თანამდებობიდან წასვლა გასაკვირი და დასანანი იყო, თუმცა თუ ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნდება, ის მმართველი გუნდისთვის “რეალური ოპოზიცია იქნება”.

“გიორგი გახარია არ არის ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ეს როგორც მისთვის არის შეურაცხმყოფელი, ასევე ჩვენთვის. გახარია არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, პრემიერმინისტრი. ჩვენ ვიყავით მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული გუნდი, და ასედადაც დავრჩებით მის გარეშე. მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი, ძალიან გასაკვირი და მე ეს პირადადაც ვუთხარი: “ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა”, – თქვა წულუკიანმა.

ოპოზიცია კი საპირისპიროს ფიქრობს და ამბობს, რომ გიორგი გახარია თუ პარტიას შექმნის, მის უკან ივანიშვილი იდგება.