პარლამენტის თავმდჯომარის კრიტიკა ოპოზიციის მიმართ – არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპონენტების მიერ დაანონსებული საპროტექტო აქცია დღეიდან ერთი თვის შემდეგ ერთს ნიშნავს, რომ ოპოზიციის რადიკალურმა დღის წესრიგმმა მხარდაჭერა დაკარგა.
პიროვნულად კარგი ხალხი ჩანს, თუმცა ისეთებს ლაპარაკობენ, სამივე არანორმალურია იდეოლოგიურად - მდინარაძე "გირჩზე"
მდინარაძე ამბობს იმასაც, რომ "გირჩის" ლიდერებთან მოლაპარაკებებში პირადად არის ჩართული.
„მისი მხარდამჭერებიც კი არ ეთანხმებიან ოპოზიციის იმ დესტრუქციულ გეგმას, რომლის ნაწილიც არის ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში დაყენება და მცდელობა, რომ საარჩევნო ყუთების გვერდის ავლით ვინმემ მიაღწიოს რაიმე ცვლილებას ამ ქვეყანაში. ამაზეც გაკეთდა განცხადებები როგორც ევროპარლამენტში, ასევე სენატში.
პირდაპირ მოუწოდეს ჩვენმა პარტნიორებმა ოპოზიციას, რომ პარლამენტის გარეთ მათ ვერ წარმოუდგენიათ დემოკრატიის პროცესი და ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში. როდესაც ორი თვით ადრე აანონსებ საპროტესტო აქციას, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ოპოზიციას და მის დესტრუქციულ გეგმებს არ აქვს მხარდაჭერა, პრაქტიკულად გაკოტრებულია ეს დესტრუქციული გეგმა. ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორად ორი არჩევანი – შევიდეს პარლამენტში და მიიღოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, ან დარჩეს მარგინალურ ველში და ბოლომდე გავიდეს დემოკრატიული სივრციდან“, – ამბობს თალაკვაძე “პალიტრანიუსის” ეთერში.
