LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნება” არის ყველაზე წარმატებული გუნდი, აწი თუ შემოგვემტება წევრები, არათუ ვინმე სხვაგან წავა – თურნავა

მოსალოდნელია თუ არა „ქართული ოცნების“ წევრები საქართველო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიან გუნდში გადავიდნენ – ჟურნალისტების მიერ დასმულ ამ კითხვას ეკონომიკის მინისტრი პასუხობს და აღნიშნავს, რომ  “ოცნება” არის ერთ-ერთი წარმატებული და ყველაზე წარმატებული გუნდი” და  “ქართულ ოცნებას” აწი თუ შემოემატება ვინმე, არათუ ვინმე წავიდეს”.

„მე არ ვიცი გიორგი გახარიას პოლიტიკური გეგმების შესახებ. მე არ ვიცი მისი განაცხადის შესახებ, თავად ძალიან მწირი ინფორმაცია გაახმოვანა. მსგავსი არაფერი უთქვამს, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.

რაც შეეხება იმას, „ქართული ოცნებიდან“ ვინმე სადმე გადავა. „ქართული ოცნება“ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა სტაბილურობა, განვითარება, პერსპექტივა 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე, მესამედ მოიგო დამაჯერებელად არჩევნები, რომელიც მთელმა მსოფლიომ სცნო როგორც დემოკრატიული და თავისუფალი. აქედან გამომდინარე, აწი თუ შემოგვემტება წევრები, არათუ ვინმე სხვაგან წავა“, – აცხადებს თურნავა.