LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს თანამშრომელმა საკუთარი იარაღით თავი მოიკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, წოდებით მაიორმა, რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. შემთხვევა თბილისში  რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გარდაცვლილი მშობლიურ სოფელ ბაისუბანში გუშინ, 24 მარტს ჩამოასვენეს.

ოჯახის წევრები და ახლობლები ვერ საუბრობენ, რა შეიძლება გამხდარიყო სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზი.

მათი ინფორმაციით, სამსახურში წასვლის წინ მას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს, ამის შემდეგ გავიდა სახლიდან და გაისროლა. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს,  ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.