LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასტრაზენეკამ” დაადასტურა ეფექტიანობის ძლიერი მაჩვენებელი” – რა კვლევა ჩატარდა აშშ-ში

“ასტრაზენეკა” დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ვაქცინას ძლიერი დაცვის მაჩვენებლი აქვს, რაც ახლა აშშ-ს კვლევებმა დაადასტურა. კომპანიამ ამ კვლევებზე დაყრნობით თქვა, რომ ვაქცინა ახლა არა 76%-ით , არამედ 79%-ით ეფექტიანია.

ზოგიერთმა ექსპერტმა ამ ანალიზზე თქვა, რომ არსებითი განსხვავება არ არის იმისგან, რაც ამ ვაქცინაზე ადრე უკვე ითქვა. 

“ასტრაზენეკა” აშშ-ში ჯერ არ არის დაშვებული, თუმცა ენტონი ფაუჩი მედიასთან ამბობს, რომ იმედი აქვს, როცა ყველა დოკუმენტი გამოქვეყნდება, ის მათი წამლის სააგეტოს მიერ შემოწმდება და როგორც თავად პროგნოზირებს, “ის კარგი ვაქცინა იქნება”.