LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩარკვიანებს გოგო გაგვიჩნდა, ბაბუდა ვარ“ – თაკო ჩარკვიანი

ჩარკვიანების ოჯახში მატებაა. მამუკა ჩარკვიანის ვაჟს, ჯაკო ჩარკვიანს შვილი შეეძინა.

გოგონას ლანა დაარქვეს.

სასიხარულო მოვლენას პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩარკვიანებს გოგო გაგვიჩნდა ანუ ჩემი ძმის მამუკას შვილს ჯაკოს, მზე გოგო მოევლინა ქვეყანას-ბაბუდა ვარ“- წერს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, კომპოზიტორ მამუკა ჩარკვიანის უფროსი ვაჟი, ჯაკო ჩარკვიანი 2019 წელს დაქორწინდა.