LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არ იყო მსუბუქი დაზიანება, დიდი სისხლნაჟონი იყო, უამრავი მტკიცებულებაა და ყველა ადასტურებს მის ბრალეულობას, სამწუხაროდ” – ნეკა დოროყაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ბრალდების თანახმად, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს. რის მიხედვითაც, დოროყაშვილი ბასილაშვილს ალიმენტის გადახდას ავალდებულებს.

ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოს მორიგი სარჩელით მიმართა: ის ბასილაშვილისთვის ალიმენტის სახით წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვს

ნელი დოროყაშვილი “ფორმულასთან”ინტერვიუში აცხადებს, რომ მასზე ძალადობას პერმანენტული ხასიათი ჰქონდა.

“ზოგადად, მტკიცებულებები, რაც არის საქმეში, როგორც ვიდეო ჩანაწერები, ასევე ვოისები – ანუ ვიდეო/აუდიო ჩანაწერები, სმს შეტყობინებები, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნა – ეს არ იყო მსუბუქი დაზიანება, საკმაოდ რთული დაზიანება და დიდი სისხლნაჟონი იყო. უამრავი მტკიცებულებაა და ყველა ადასტურებს მის ბრალეულობას, სამწუხაროდ”. – ამბობს ის.

ამასთან, როგორც დოროყაშვილი აცხადებს, ბასილაშვილის ოჯახმა მას კარიერაზე უარის თქმა მოსთხოვა.

“იყო მოთხოვნა, რომ უნდა დამენებებინა თავი სამსახურისთვის და კარიერისთვის, არ ჩამებარებინა მაგისტრატურაზე, სწავლა არ უნდა გამეგრძელებინა. ყველაფერს დავანებე თავი. ჩემი ცხოვრება დავკარგე და გადავერთე მის კარიერაზე.”-ამბობს ნელი დოროყაშვილი “ფორმულასთან”.