LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი ტემპით 4 წელიწადი მოვუნდებით მოსახლეობის თუნდაც ნახევრის აცრას – რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება.

“თურქეთში ერთ დღეში 45 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, რაც სარეკორდო ოდენობაა ვირუსის გავრცელების დღიდან. ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები და კომენდანტის საათი წესდება ხელახლა.
თურქეთის მოსახლეობა არის 83 მილიონი ადამიანი, სადაც დღეისათვის, ძირითადად ჩინური ვაქცინით, აიცრა 9,5 მილიონი კაცი, მოსახლეობის 11 პროცენტი (ორივეჯერ ვაქცინირებულია მოსახლეობის 8 პროცენტი).

ევროპულ-ამერიკულ ვაქცინას რომ დალოდებოდნენ, რომელზეც დიდი დეფიციტია თვით ევროპაში და ამერიკაში, თურქეთს თვეები კი არა, შეიძლება წლებიც დასჭირვებოდა მთელი მოსახლეობის ასაცრელად. ევროპაშიც კი ეს პროცესი ძალიან ცუდად მიდის-მოსახლეობის მხოლოდ 16 პროცენტია აცრილი.

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ყველა რისკის გათვალისწინებით იქნებოდა მიღებული, მათ შორის საერთაშორისოდ არაღიარებული ვაქცინის გამოყენების რისკითაც.

ჩვენ უფრო ფრთხილად ვიქცევით-ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას. ამის შემდეგ ყველას ექნება არჩევანის გაკეთების საშუალება-ჩინურებით აიცრას, ევროპულით, ამერიკულით თუ საერთოდაც არ აიცრას. არავინ არავის არაფერს აძალებს. 70 ათასამდე დოზაა შემოტანილი ქვეყანაში ფაიზერი და ასტრაზენეკა და ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მხოლოდ 10 ათასამდეა აცრილი.

ასეთი ტემპით 4 წელიწადი მოვუნდებით მოსახლეობის თუნდაც ნახევრის აცრას.

ასეთ ფონზე ატეხილი ანტიჩინური ისტერია ვნებს მთლიანად აცრის კაპმანიას და ნდობას უკარგავს არა მხოლოდ ჩინურ, არამედ სხვა, ფაქტობრივად უსაფრთხოდ მიჩნეულ ვაქცინებს”. – წერს რომან გოცირიძე.