“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე, რუსთავში, საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დაჭრას Facebook-ზე ეხმაურება.
“აი ასე, ოცნების აქტივისტმა ნაციონალური მოძრაობის წევრი დაჭრა ცივი იარაღით. საკრებულოს ჩვენი ფრაქციის წევრი. ოცნების მმართველობის მეცხრე წელს. დამნაშავე არ დაუკავებიათ, – წერს დეკანოიძე.
ცნობისთვის, რუსთავში საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს. დაშავებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი მღებრიშვილია. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
