LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში სავარაუდოდ, საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, მაჩაბლის ქუჩაზე რუსთავის საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს.

მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით,  ეზოში მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი.