რამდენად ელოდება მმართველი გუნდი, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს – ჟურნალისტების მიერ დასმული ამ შეკითხვის პასუხად, უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და ევროპული საქართველო მიმართულია, რომ მოლაპარაკება ჩაშალონ.
რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს, რომ შესაძლოა, პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართომ, პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არასერიოზულად ეპყრობიან ისინი ევროპელი კოლეგების ძალისხმევას მედიაციისთვის.
„ამ 5-6 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა პარტიის ყანყალს, ხან გადაიხრებოდნენ, რომ უნდა შემოსულიყვნენ პარლამენტში, ხან პირიქით, ხან ერთი საკითხია მათთვის მნიშვნელოვანი, ხან მეორე. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში არის ქართველი ხალხი, უპირველეს ყოვლისა, ამას უნდა სცენ პატივი, მათ პატივი უნდა სცენ მანდატს, რომელიც მათაც მიიღეს და ის უნდა განხორციელონ პარლამენტში. საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდნენ სულყველა, დღეს კვირა დღეა, დასვენების დღე, ხვალ ორშაბათი სამუშაო დღეა და მოვიდნენ პარლამენტში,“- განაცხადა პაპუაშვილმა.
