LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე გახარიაზე: არავითარ პრობლემებს არ ველოდებით

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე IRI-ის კვლევის იმ ნაწილს ეხმიანება, სადაც გიოროგი გახარიას რეიტინგზეა საუბარი და ვარაუდობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის  ინდივიდუალური რეიტინგი, „ქართული ოცნების“ გარეშე, შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს.

„როდესაც კვლევა, საველე სამუშაოები ტარდებოდა, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ის კვლევამ

გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის რეიტინგი პერსონალურ რეიტინგს განსაზღვრავს. თუმცა დაველოდოთ მომდევნო კვლევები, ის აჩვენებს ყველაფერს. დღეს არც არის ეს საკითხი აქტუალური, რადგან გიორგი გახარია პოლიტიკურ პროცესებში დღეს არავითარი ფორმით არ არის ჩართული”.- განაცხადა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

ამასთან, კითხვას, თუ ვის შეუქმნის გიორგი გახარიას პოლიტიკური გეგმები პრობლემებს ოპოზიციას, თუ ხელისუფლებას, კობახიძემ აღნიშნა: „ჩვენ არავითარ პრობლემებს არ ველოდებით“.

“არამგონია მისი რეიტინგი 65%-მდე იყოს, სადღაც 5%-ის ფარგლებში აქვს რეალური შანსი იპოზიციონიროს” – ვახტანგ ძაბირაძე გახარიაზე

IRI-ის კვლევა გვიჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა: რომან გოცირიძე