LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრთამის აღების ფაქტზე, “აჭარის სატყეო სააგენტოს” თანამშრომელი და ერთი პირი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე, “აჭარის სატყეო სააგენტოს” ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა, ხე-ტყის ჭრის კანონიერების დამადასტურებელი მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1 280 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.