ჯანდაცვის სამინისტროში, საგანგებო ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა საყურადღებოა.
თამარ გაბუნიას თქმით, იმატებს დადებითობის მაჩვენებელი, რაც მიანიშნებს ინფექციის გავრცელების მატებაზე.
მისი თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების, ქორწილის და სხვა სოციალური ღონისძიებების შეწყვეტა და მისი ჩატარება შეზღუდულ ფარგლებში:
“უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების, ქორწილის და სხვა სოციალური ღონისძიებების შეწყვეტა და მისი ჩატარება შეზღუდულ ფარგლებში. ეს არის ძალია დიდი რისკი და რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ის ზომები, რომლებიც არის დაწესებული, უნდა აღსრულდეს.” – თქვა მან.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდება, სახელმწიფოს მოუწევს დაუბრუნდეს იმ “მენიუს” რაც გამოვიარეთ და მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოიყენოს.
