ბიზნესმენი თემურ ჭყონია პრემიერ-მინისტრის დაანონსებულ 10-წლიანი განვითარების გეგმაზე საუბრობს და ამბობს, რომ „1O წელიწადში ილონ მასკმა შეიძლება ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი 10-წლიანი განვითარების გეგმა მთვარეზე განხორციელდეს“. საკითხზე ჭყონიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
„დღეს პანდემიის პირობებში, მსოფლიოში დიდ და ხანგრძლივ გეგმებს არცერთი ბიზნესმენი არ ადგენს. დღეს იმდენად სხვა სიტუაციაა, რომ ყოველდღიური გეგმა გვჭირდება. 10-წლიანი გეგმის საბოლოო მიზანი რა გვაქვს? ანუ მე-10 წელიწადს რა გვინდა? – ამის განსაზღვრა არის მთავარი და ამ მიზანს რომ დავწერთ, მერე შეიძლება ეს მიზანი განხორციელდეს 2 წელიწადშიც, გააჩნია რა მიზანი გვაქვს; თუ 10 წლის გადავადება გინდა რაღაც მიზნისთვის, ეს სხვა თემაა. თუ მიზანი ისაა, რომ სასამართლო რეფორმა 10 წელიწადში განხორციელდეს, მაშინ დავღუპულვართ და ა.შ.“, – ამბობს ბიზნესმენი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა განვითარების 10-წლიან სტრატეგიას მაისში წარმოადგენს.
