LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგი ბაქრაძის საქმეში ბრალდებულ ექიმებს 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს  3 000 – 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

დღეს გამართულ პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულებისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლემ კი ბრალდებულებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

წინასასამართლო სხდომა 31 მაისს ჩაინიშნა.

პროკურატურა აცხადებს, რომ მომხდარის გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით – გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით 19 მარტს დაიწყო.

ამავე თემაზე:

„შეიძლება, უფროსებმა დაავალეს ასე თქვიო, თორემ ჩემმა შვილმა ნემსი გაუკეთა ნორმალურად” – ბრალდებული ექთნის დედა

“პრინციპში არაფერი მიქნია, ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია” – ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის შეცვლილი ჩვენება ვრცელდება

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი მედდა უკვე გარდაცვლილი იყო, სიცრუეა: ლევან რატიანი

“კლინიკა “იმედის” სამედიცინო პერსონალი საუბრობს ვაქცინაციის შემდგომ დახმარების დაგვიანებაზე და იმაზე, რომ პრაქტიკულად, გარდაცვლილი წაიყვანეს თბილისში” – მეგი ბაქრაძის ადვოკატი

მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე, გთხოვთ, ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი განიხილოთ: ანტონ ობოლაშვილი დეპუტატებს მიმართავს