LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 486 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 15 693 ადამიანი

საქართველოში ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, სულ აცრილია 15 693 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდვაქცინა 1 486-მა ადამიანმა გაიკეთა.

ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

იმუნიზაციის პროგრამაში თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომელთაც მოყვა 65 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა. 5 აპრილიდან კი ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ პირები, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანარგილი ადამიანები ჩაერთნენ.

მიმდინარე ეპიდემიური მონაცემები საქართველოში დღეს ასე გამოიყურება:

გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 761 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 537 პაციენტი, გარდაიცვალა 9 ადამიანი.

თბილისში დაინფიცირებულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა, გარდაიცვალა კიდევ 9 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა