LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს დიალოგისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს – ზურაბიშვილი

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებით სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ ომში საქართველოს პოზიცია იყო და არის მშვიდობა.

“მინდა ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და თანაგრძნობა გამოგიცხადოთ ბატონო პრეზიდენტო. კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას. ამის ნიშნად შეთავაზებულ იქნა ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს.“ – აცხადებს ზურაბიშვილი

საუბარი შეეხო რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ასევე უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც.

კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ: პრეზიდენტი

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი საქართველოში დღეს, 15 აპრილს ჩამოვიდა.

ვიდეო: ორბელიანების სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა