LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შევრბივარ იტალიურ ეზოში და ქალს ვეხვეწები რომ შემიშვით, ვაკაკუნებ…იმ ქალმა კარი არ გამიღო” – ია ფარულავა ფილმ “ფესვებში” გადაღების გამო ქმარმა სცემა

“ფარული კონვერტის” წამყვანი ია ფარულავა იხსენებს ოჯახური ძალადობის ისტორიას, რა დროსაც ის ქმარმა ფილმ “ფესვებში” მონაწილეობის გამო სცემა.

ფარულავა აღნიშნავს, რომ დახმარებას ითხოვდა, თუმცა მას კარი არ გაუღეს.

“ჩემთვის ძალიან ახლობელი თემა არის, ჩემი პირველი ქორწინება როდესაც ვიყავი 17 წლის იყო ძალადობით აღსავსე. პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი, მეც ცოტა ვურტყამდი. დახმარება მაშინ ვისთან უნდა მეთხოვა, მრცხვენოდა მეთქვა ჩემი ოჯახისთვის. 1984 წელია, მომდევს ეს მოძალადე რომ მცემოს, შევრბივარ იტალიურ ეზოში და ქალს ვეხვეწები რომ შემიშვით, ვაკაკუნებ და იმ ქალმა კარი არ გამიღო.

ფილმში “ფესვები” ის რატოა ღამის სცენა? იმიტომ რომ ღამით ჩუმად გავიპარე რომ ფილმში გადამეღო და როდესაც ამის შესახებ გაიგო. ერთი მაგარი მჟეჟა. მე გამოვიქეცი, მაგრამ ხშირად ქალებს ეს მოძალადეები უყვართ. მერე ეს მოძალადე მანიპულატორიაგაცოდებს თავს,” – განაცხადა ია ფარულავამ “რუსთავი2”-ის ეთერში.