19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ვიდეო კონფერენცია გაიმართება.
ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელ ინფორმაციას მიაწვდის ბოლო დროს განვითარებული რამდენიმე საკითხის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ევროკავშირის მინისტრები ვიდოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც.
ასევე განსახილველ საკითხებს შორის იქნება ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოში, ინდოეთში, მიანმარში, მოზამბიკში, ასევე ერთობლივი და მრავლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA), იგივე ირანის ბირთვული შეთანხმება.
