LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზრდელობაა დღეს საზოგადოებაში ნიღბის გარეშე გამოჩენა: იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს არსებული რეგულაციები მკაცრად დაიცვან. მისი თქმით, თუ მომავალი 1 თვე საზოგადოება რეკომენდაციებს არ დაიცავს, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმე იქნება.

„მომავალი ერთი თვე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი თუ როგორ შევხვდებით ზაფხულს. თუ ეს ერთი თვე ძალიან არ დავიცავით წესებით, რა თქმა უნდა, სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება. ყველას გვახსოვს რა იყო ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში. ძალიან გვინდა რამენაირად გავუძვრეთ ეს ერთი თვე, შევიკავოთ თავი დიდი სუფრებისგან, საზოგადოებაში პირბადის გარეშე გამოჩენისგან.

მესმის ძალიან ძნელია, ამდენი ხანია პირბადით დავდივართ, ყველას მობეზრდა. ეს არის ერთმანეთისადმი პატივისცემა, ურთიერთმოფრთხილება, ბოლო-ბოლო უზრდელობაა დღეს საზოგადოებაში ნიღბის გარეშე რომ გამოჩნდები“,- განაცხადა იმნაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.