LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისურვებდი, რომ დღევანდელი დღისთვის დაგვერქმია “შეთანხმების დღე”: გიორგი ვაშაძე

“დღეს გადამწყვეტი დღეა და მოდით, დღევანდელ დღეს ვისურვებდი, რომ დაგვერქმია “შეთანხმების დღე”, რომ შეთანხმება ნამდვილად მოხდეს, ისევე როგორც ამას გვთხოვს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი”,-ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღევანდელი დღის მოლაპარაკებების არის “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და არჩევნებამდე მისასვლელი გზა”.

“მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს იქნება ახალი დოკუმენტი, ამ ახალ დოკუმენტში იქნება როგორც ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზა, ასევე ორივე პოლიტიკურ პატიმართან დაკავშირებით გადაწყვეტის გზა ნაჩვენები. შესაბამისად თუ ეს საკითხები იქნება დაკმაყოფილებული ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შეთანხმება უნდა შედგეს. მე ვიმედოვნებ, რომ საერთო გზით შეგვეძლება შეთანხმების მიღება. მთავარია, რომ 5-ვე საკითხზე შეთანხმება შედგეს, ეს პოზიცია აქვს მედიატორებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შარლ მიშელის საწყისი დოკუმენტი ძალიან ცალსახად ისახავდა 5-ვე პუნქტის გადაწყვეტას და არა 5-დან 3 ან 2 ან 1 პუნქტის გადაწყვეტას. მინდა, რომ დღევანდელი დღე იყოს თანხმობის დღე და ყველანი შევთანხმდეთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.