ნიკა მელიას გათავისუფლების ფორმასთან დაკავშირებით პარტიაში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არის იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება საუკეთესო ფორმა ნიკა მელიას გათავისუფლების. არსებობს მთელი რიგი სხვა საკითხებიც, რომელთა მნიშვნელობის ნიველირებას, ასევე, არ მოვახდენდი. მაგალითად, ის, რომ საარჩევნო რეფორმა უნდა იყოს იმგვარი, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს.
დამატებით დეტალებში არ შევალ იმისთვის, რომ დავტოვოთ მაქსიმალურად შესაძლებლობა, რათა შეთანხმება შედგეს”, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში მორიგი, საერთო შეხვედრა ჩაინიშნა. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები საქართველოში, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი და როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან.
მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება, როცა მელია დამატებითი მოთხოვნების გარეშე გათავისუფლდება: მინაშვილი
