„რისთვისაც არ მიუღწევია ოპოზიციას „ქართული ოცნების“ პირობებში პარლამენტში ყოფნით 9 წლის მანძილზე, სწორედ ამას მიაღწია ამ 6 თვის მანძილზე პარლამენტში არშესვლით“,-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
„ვისაც არ მოსწონს ხელშეკრულება ან რაღაც მიზეზს ეძებს, რომ რაღაც იპოვოს, ეს არ არის იდეალური ხელშეკრულება, ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის ხელსაყრელ წინაპირობებს ქმნის.
ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ევროპის მედიაციის ქვეშ. ჩვენი წინადადება არის რომ შეიქმნას მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას
გიორგი ვაშაძისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქტიურობამ შედეგები დადო. ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
ამ თემაზე დღეს კურიოზული სიტუაცია შეიქმნა. ერთ-ერთმა მოქალაქემ მთხოვა, რომ შუამდგომლობა გამეწია ჯანდაცვის სამიმინსტროსთან. გავარკვიე რაღაც ტექნიკური დეტალები და ამას მოჰყვა ხმების გავრცელება, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შევიდა”,-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
