LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზემო ფონიჭალაში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა: თბილისი ენერჯი

კომპანია „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

„ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გაზის გაჟონვის შესახებ მობინადრეებმა დროულად დარეკეს 114-ზე, „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე და შეგვატყობინეს ინციდენტის შესახებ. სპეციალური ტექნიკით სადარბაზოში გაზის სუნი დაფიქსირდა და გაირკვა, რომ ბუნებრივი გაზი ბინაში რეზინის დაზიანებული მილიდან ჟონავდა“, – აცხადებენ კომპანიაში.