LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ – კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თავის თავს „ქართულ ოცნებაში“ ხედავს და არსად წასვლას არ აპირებს.

როგორც კალაძე განმარტავს, მცდარია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ის ჯანმრთელობის მდგომარეობას იყენებს პოლიტიკიდან წასასვლელად.

„მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პარალელურად დედაქალაქის მერი. შესაბამისად, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დამაკისრა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ამასთან დაკავშირებით გითხარით ჩემი პოზიცია, რომ მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცნობილი თქვენთვის, საზოგადოებისთვის.

მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, პოლიტიკიდან მივდივარ. ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქოს მოვიგონე და ეს უნდა გამოვიყენო, რომ პოლიტიკიდან წავიდე. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ“,-აცხადებს კალაძე.

შეგეხსენებთ, დედაქალაქის მერს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

კახი კალაძე, ავადმყოფობის შემდეგ, შესანიშნავ ფორმაშია