სალომე სამადაშვილი უახლოეს დღეებში ნიკა მელიას ციხეში მოინახულებს.
სადამაშვილი აღნიშნავს, რომ ნიკა მელიასთან ამნისტიასთან დაკავშირებით იმსჯელებს.
„იცით, ჩვენ არ ვსარგებლობდით, მე დღემდე არ მისარგებლია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებით, მათ შორის საპატიმროში მონახულებით. მინდა, საზოგადოებას ესმოდეს, ჩვენ დავთანხმდით, რომ ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებამდე მივიღებთ მონაწილეობას ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო მუშაობაში. შესაბამისად, ახლა მე უკვე ვისარგებლებ ჩემი უფლებით, რომ მოვინახულო ნიკა მელია საპატიმროში. აუცილებლად შევეცდები, უახლოეს დღეებში მქონდეს მასთან შეხვედრა. თუმცა, მათ შორის ველოდები იმასაც, რომ მეტი სიცხადე გვქონდეს ამნისტიის კანონპროქტთან დაკავშირებით. მქონდეს უფრო ნათელი წარმოდგენა და შემდეგ ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელო”,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა “პირველ არხთან”.
“რა წამსაც ამნისტია შევა ძალაში, ნიკა მელიას მოუწევს ნებით თუ ძალით ციხის დატოვება” – ლადო ბოჟაძე
