LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 თვის შემდეგ პირველად, ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

ისრაელში, პირველად ბოლო 10 თვის განმავლობაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში მოსახლეობის 54%-ზე მეტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა უკვე მიიღო.

რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას: გასული დღე-ღამის განმავლობაში, ისრაელში 35027 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ვირუსი 129 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 837 870 შემთხვევა დაფიქსირდა, 6346 გარდაიცვალა.