პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებებს ეხმაურება.
პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ თანამშრომლობა და შეთანხმება არის ევროპული გზა, ხოლო დაყოფა, ქიშპი და პოლარიზაცია-რუსული.
„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობენ დაფარონ ის, რასაც შალვა ნათელაშვილი პირდაპირ ამბობს. მიდის პირდაპირი შეტევა აშშ-ის ელჩზე, ევროკავშირის ელჩზე, დასავლელ პარტნიორებზე. თანამშრომლობა და შეთანხმება არის ევროპული გზა, ხოლო დაყოფა, ქიშპი და პოლარიზაცია არის რუსული გზა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ევროპარლამენტის წევრ მარინა კალიურანდს რუსი დეპუტატი უწოდა.
,,ევროკავშირს თუ ივანიშვილთან მოკავშირეობა უნდა და საქართველო უნდა როგორც ტერიტორია, ასე არ გამოვა. აქ ხალხია და ეს ხალხი თავის სიტყვას ევროპისა და კაცობრიობის ისტორიაში კიდევ იტყვის. ევროპის ელიტა, პოლიტ ელიტა დროზე უნდა მოეგოს გონს. ის მარინა კალიურანდი რომ არის, რუსი დეპუტატი ევროპარლამენტში, დღე და ღამე რომ მოკვდა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადებების კეთებით, რუსი ქალბატონია, პრიბალტიკელი ქმარი ჰყავს და მის გვარზეა. შვიდგზის ჩემპიონია ბადმინტონში. საქართველო არ არის ბადმინტონი, ქალბატონო მარინა. ეს ფულები რომ მოდის, ადრე მოსკოვში მიდიოდა აქედან „სტავკები“. ახლა ევროპისაკენ წავიდა და კიდევ სხვაგან. საქართველო არ არის ბადმინტონის მოედანი, თქვენი წინაპრები ხეებზე ისხდნენ, როცა ბიბლია ითარგმნებოდა აქ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
