LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 4 სამხედრო მოსამსახურე ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 4 სამხედრო მოსამსახურე ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

ცამეტი იდენტიფიცირებული ნეშტის გადმოსვენება წითელი ჯვრის ორგანიზაციის დახმარებით განხორციელდა.

სამუშაოები კიდევ, ორი ათასზე მეტი, გაუჩინარებული ადამიანის მოსაძებნად მიმდინარეობს.