ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტაბილურად არ არის. მისივე თქმით, თუ რამე ცუდი შეიძლება მოუვიდეს პოლიტიკურ გუნდს, ისეთი თავმჯდომარე და ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია.
„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არის ეს ის ფორმატი, სადაც ვისაუბრებ, რომ არ არის სტაბილურად ეს ადამიანი. მე ასე მგონია. მეორე მხრივ, თუ ოდესმე რამე ცუდი შეიძლება მოუვიდეს პოლიტიკურ გუნდს, ისეთი თავმჯდომარე და ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ “იმედის” ეთერში.
