“არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ გაუწყრნენ თალაკვაძეს და დასაჯეს, სხვა მიზეზი მგონია, უფრო შესაფერის კადრად ჩათვალეს სხვა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე.”-ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი ადამიანის მეორე ადამიანით ჩანაცვლება არაფერს არ შეცვლის.
მანამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ თალაკვაძეს ლამის ფიზიკურად დაუპირისპირდა.
“ვაშაძემ ჰალსტუხი „აახია“ და კუჭავამ თანამდებობა“ - ზურაბ ჯაფარიძე არჩილ თალაკვაძეზე
„საკმაოდ რთულია ჩემგან კომენტარის გაკეთება, რადგან ფაქტობრივად, არ ვიცით მიზეზები რა იყო ამის განმაპირობებელი „ქართული ოცნების“ შიგნით, ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, არის ის, რომ გარკვეული დროის შემდეგ შევაფასოთ პირობითად ამ თავმჯდომარესა და წინა თავმჯდომარეს შორის რა განსხვავებაა, რისი თქმა უნდოდა ამით „ქართულ ოცნებას“. მე არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ გაუწყრნენ თალაკვაძეს და დასაჯეს, სხვა მიზეზი მგონია, უფრო შესაფერის კადრად ჩათვალეს სხვა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ეს ფაქტი ერთი ადამიანის მეორე ადამიანით ჩანაცვლება არაფერს არ შეცვლის, მაგრამ თუ „ქართული ოცნების“ მიდგომის შეცვლა პოლიტიკურ ოპონენტებთან და ზოგადად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, ამან შეიძლება შეცვალოს პარლამენტის მუშაობა“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
