LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიჩნევ, რომ ნიკა მელია არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, მათ შორის, ადამიანების დაზიანებაზე: გია ვოლსკი

“მივიჩნევ, რომ ნიკა მელია არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, მათ შორის, ადამიანების დაზიანებაზე, სახელმწიფო სტრუქტურების ჩამონგრევის მცდელობაც მისი ლიდერობით ხორციელდება,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა და პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რაიმე საკითხებზე მოლაპარაკება „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიულ გეგმას არ შეესაბამება, არც ამნისტია და არც სხვა თემა, რაც ერთობლივ საპარლამენტო მუშაობას ითვალისწინებს.

“მივიჩნევ, რომ ნიკა მელია არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, მათ შორის, ადამიანების დაზიანებაზე, სახელმწიფო სტრუქტურების ჩამონგრევის მცდელობაც მისი ლიდერობით ხორციელდება, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ ისტორიის ამ ნაწილს უნდა გადავაბიჯოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების სხვა მექანიზმი არ არსებობს, თუ არა გირაო ან ამნისტია. მაშინ, სასამართლომ უნდა გაამართლოს და თვალი დახუჭოს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც მის წინააღმდეგ ტელევიზიებს, გამოძიებას გააჩნია,“ –   განუცხადა ვოლსკიმ საზოგადოებრივ მაუწყებელს.