LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკში შევდივართ – გამყრელიძე ეპიდსიტუაციაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღავნელი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტაუციასთან დაკავშირებიტ აცხადებს, რომ საქართველოში პიკური პერიოდი მაისის პირველ ორ კვირაში დაგვიდგება.

“ჩვენ ახლა კლასტერული გავრცელებიდან საყოველთაო გავრცელებაში გადავედით და თანდათან პიკში შევდივართ. როგორც მოგახსენეთ, ყველანაირი პროგნოზირებით, ჩვენთვის პიკური პერიოდი უნდა იყოს სადღაც, აპრილის ბოლოდან პირველი ორი კვირა მაისის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დავიცავთ რეკომენდაციებსა და რეგულაციებს. მოგეხსენებათ, არის გარკვეული ნიშნები, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში გაიზარდა, ასევე, ოდნავ შემცირებულია მობილობა. თუ ჩვენ პირბადის ტარების ამ მაჩვენებელს, დაახლოებით 70-დან 80%-მდე შევინარჩუნებთ და კიდევ უკეთესია ავიდეთ 95%-ზე, რა თქმა უნდა, დაცვის მექანიზმი მეტი იქნება”.- განაცხადა გამყრელიძემ გადაცემაში “კომენტარი”.

შეგახსნებთ, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ისევ იზღუდება. 3-12 მაისის ჩათვლით საქართველოს ყველა ქალაქში გაჩერდება ავტობუსები. თუმცა, ეს რეგულაცია არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.