LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველი 300 ვაქცინირებული ერთი ადამიანის გადარჩენას ნიშნავს – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ყოველი 300 ვაქცინირებული ადამიანი 1 ადამიანის გადარჩენას ნიშნავს.

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და ისიც აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე მოთხოვნა თანდათან იზრდება.

„ყოველი 300 ვაქცინირებული ადამიანი (ზოგი ამბობს 500-ს) ნიშნავს ერთი ადამიანის გადარჩენას და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ 40 ათასი ადამიანი უკვე აცრილი გვყავს, ჩათვალე, რომ 200 კაცი გადარჩა, 200 კაცი გადარჩა ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვაქცინირებული 2 პროცენტი ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს, როცა 30 პროცენტზე მაინც ავალთ, მაშინ ვისაუბროთ შეზღუდვების მოხსნაზე: ცერცვაძე

ისრაელის მთავრობას რომ აქებენ, იმას კი არ ამბობენ, მთავრობა კი არა, ხალხი უნდა ასეთი – ცერცვაძე