გოგი ხოჭოლავა, რომელიც ერთ-ერთი საკურიერო კომპანიის მფლობელია, სოციალურ ქსელში, ლიფტის კარზე გაკრული სტიკერის ფოტოს აქვეყნებს.
“ეს შეხვდა ერთ-ერთ ჩემს თანამშრომელს მისამართზე მისვლისას ვაკეში, ბარნოვის 71-ში და ანუ? კურიერი უსულო არსებაა და კიბეებზე ფეხით უნდა ირბინოს თუ როგორ არის საქმე?
P.S აქვე აღვნიშნავ, რომ მე და ჩემი მეგობარი საკურიერო კომპანიას ვფლობთ და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ სტიკერზე დატანილ 4-ვე კომპანიის თანამშრომლებს”, – წერს გოგი ხოჭოლავა.
