LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დააზარალა

ძლიერი სეტყვა იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა, მათ შორის ბაისუბანი, ქვემო მსხალგორი და პატარა გორი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, 50-60 პროცენტით განადგურებულია ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ადგილობრივი მერიის სტიქიის დამთვლელი კომისია სტიქიის ზონაში იმყოფება, რომელიც მიყენებულ ზარალს უკვე ითვლის.

სეტყვისგან მიყენებული ზიანის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.